იმერეთში გარდაცვლილი პაციენტებიდან ორივე მათგანი
თერჯოლის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას. გარდაცვლილებს შორისაა 75 წლის ქალი წალენჯიხიდან. მას სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა და კლინიკაში შეყვანიდან ერთ საათში გარდაიცვალა.
მეორე გარდაცვლილი 83 წლის ქალია ბათუმიდან. კლინიკის ხელმძღვანელის დავით სარიშვილის ინფორმაციით, ის კლინიკის კოვიდცენტრში 14 ოქტომბრიდან მკურნალობდა. პაციენტს პოლიორგანული უკმარისობა აღენიშნებოდა.
კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში 21 პაციენტი იმყოფება. მათგან 3-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.