თერჯოლის კოვიდცენტრში 65 წლის კაცი
გარდაიცვალა. კლინიკის დირექტორის, დავით სარიშვილის განმარტებით, გარდაცვლილი ონკოლოგიური პაციენტი იყო და ფილტვის სიმსივნე ჰქონდა. ერთი კვირის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. პაციენტი კოვიდკლინიკაში 14 ოქტომბერს ქუთაისიდან შეიყვანეს.
თერჯოლის კოვიდკლინიკაში ამ დროისთვის 92 პაციენტია მოთავსებული. მათგან სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.