თერჯოლის კოვიდცენტრში კორონავირუსით 47 წლის კაცი
გარდაიცვალა. პაციენტი კლინიკაში თბილისიდან 16 ოქტომბერს გადაიყვანეს. კლინიკის ხელმძღვანელის, დავით სარიშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილს ფსიქიკური პრობლემები და სხვა თანმდევი დაავადებები ჰქონდა.
“ჰქონდა ღვიძლის ციროზი, ფიბროზი, იყო ნარკოდამოკიდებული. აღენიშნებოდა ალკოჰოლიზაცია და ფსიქიკური პრობლემები. ჰქონდა ღვიძლის უკმარისობა, გასტრიტი და სხვა დაავადებები. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თავიდანვე იყო უმძიმესი,”-განაცხადა დავით სარიშვილმა.
კოვიდცენტრში 83 პაციენტი მკურნალობს. მათგან 18 რეანიმაციულ განყოფილებაშია. 2 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.