,,ქართული ოცნების’’ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი თვითიზოლაციაშია.

 

მისი საარჩევნო შტაბის პიარ-სამსახურის ხელმძღვანელს, გულო გეგეჭკორს, კორონა ვირუსი დაუდასტურდა, რის გამოც მთელი შტაბი თვითიზოლაციაში გადავიდა.

,,დაახლოებით 7-8 კაცი ვართ თვითიზოლაციაში. არანაირი სიმპტომი არ აღგვენიშნება, მაგრამ მაინც ვრჩებით სახლში, მალე დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს, ამ ეტაპზე წინასაარჩევნო შეხვედრები შეჩერებული გვაქვს,’’-ამბობს იოსებ ხახალეიშვილი.

,,მე-7 დღეა, რაც კოვიდ 19 დამიდასტურდა. თავს სუსტად ვგრძნობდი, სიცხე და წნევა მქონდა. ტექსტი გავიკეთე და ვირუსი დამიდასტურდა, არ ვიცი საიდან დავინფიცირდი, არცერთ ინფიცირებულთან შეხება არ მქონია. ყველა ვისაც, ჩემთან კონტაქტი ჰქონდა თვითიზოლაციაშია,’’-ამბობს იოსებ ხახალეიშვილის საარჩევნო შტაბის პიარ-სამსახურის ხელმძღვანელი, გულო გეგეჭკორი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *