გუშინ სტუდენტების საუნივერსიტეტო სივრცეში დაბრუნების
პირველი ეტაპი დაიწყო, რაც გულისხმობს ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობების საუნივერსიტეტო სივრცეში ჩატარებას.
“პროცესი, რომელიც გუშინ დაიწყო, მიმდინარეობს ძალიან მშვიდობიანად და რაც მთავარია, სამედიცინო პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით. რაც შეეხება ლექციების საკითხს, უნივერსიტეტები უფლებამოსილი არიან ეს პროცესი დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში აწარმოონ,”-განაცხადა განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა.
მისივე განმარტებით, სრულად კონტროლდება სიტუაცია სკოლებშიც. იმ სკოლებში, სადაც კოვიდ 19-ის შემთხვევები ფიქსირდება, ხდება ცალკეული კლასის სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა, სართულის ან მთლიანად სკოლის.