იმერეთში კორონავირუსის 372 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. ქუთაისში გარდაიცვალა 2 პაციენტი. იმერეთში თვითიზოლაციაში 3369 პირი იმყოფება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა. იმერეთმა კოვიდ 19-ის ახალი შემთხვევებით მეორე ადგილზე გადაინაცვლა და აჭარის (193) რეგიონს გაუსწრო. ყველაზე მეტი შემთხვევები კი თბილისში (425) ფიქსირდება.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 1194 შემთხვევა დადასტურდა.
გამოჯანმრთელდა 328 პაციენტი.
დაფიქსირდა გარდაცვალების 15 შემთხვევა.