უნივერსიტეტებში სტუდენტების ეტაპობრივი
დაბრუნება 19 ოქტომბრიდან დაიწყება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისისა და სხვა ქალაქების უნივერსიტეტებში პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობებს წარმართავენ არადისტანციურ რეჟიმში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით.
უნივერსიტეტები უფლებამოსილი არიან სასწავლო პროცესის სხვა კომპონენტები წარმართონ დისტანციურად.
უმაღლესი სასწავლებლები პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოების ცხრილსა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ დამატებით ინფორმაციას სტუდენტებს თავად მიაწვდიან.