“თერჯოლამედში” კორონავირუსით 83 წლის ქალი
გარდაიცვალა. პაციენტი კლინიკაში ქუთაისიდან გადაიყვანეს. კლინიკის დირექტორის, დავით სარიშვილის განმარტებით, პაციენტი მძიმე მდგომარეობაში იყო და გარდაცვალება შეყვანიდან 10 წუთში დაფიქსირდა.
მისივე თქმით, ქალს რამდენიმე თანმხლები დაავადება აღენიშნებოდა, მათ შორის გულსისხლძარღვთა დაავადებები, სუნთქვის უკმარისობა და ინსულტის შემდგომი მდგომარეობა.
დღევანდელი მონაცემებით, იმერეთში კორონავირუსით გარდაცვალების ორი შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველოში ჯამში კი 11.