ხარაგაულში კორონავირუსის პირველი შემთხვევა
დადასტურდა. კოვიდ-19-ით დაინფიცირებულია ერთი პირი, რომელიც სოფელ ლეღვანში ცხოვრობს. ინფექციის წყარო ოჯახის წევრია.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მიღებული ინფორმაციით, დაინფიცირებული პირის მდგომარეობა, რომელიც 82 წლისაა, სტაბილურია. ვირუსი მსუბუქი სიმპტომით მიმდინარეობს და პირი ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ცენტრის დირექტორის, შმაგი ხიჯაკაძის ინფორმაციით, დადგენილია ყველა კონტაქტი(10 პირი), რომლებიც თვითიზოლაციაში გადავიდნენ. არც ერთ მათგანს ამ დროისთვის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება.
ამ დროისთვის ხარაგაულში თვითიზოლაციაში 20 პირი იმყოფება.