იმერეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ნაწილი
სკოლების მოსწავლეებსა და საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს უკავშირდება. იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის განმარტებით, ინფიცირებულები არიან როგორ მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები. კორონავირუსი ფიქსირდება 18 სკოლასა და 10-მდე საბავშვო ბაღში. შედარებით რთული მდგომარეობაა ბაღდათის მუნიციპალიტეტში.
“სკოლების უმეტესობაში ინფიცირებული არიან ბავშვები და შესაბამისად, სკოლები არ გადასულან მთლიანად ონლაინ რეჟიმზე, გადასულია მხოლოდ მათი სასწავლო კლასები. სულ რამდენიმეა სკოლა, სადაც მთლიანად გადავიყვანეთ, იქედან გამომდინარე, რომ გვაქვს რამდენიმე შემთხვევა და რომელიც უკავშირდება მასწავლებლებს. სამწუხაროდ, საბავშვო ბაღების კუთხით საგანგაშო მდგომარეობა გვაქვს ბაღდათში. იმერეთში ვირუსი 10-მდე ბაღში ფიქსირდება, უმეტესობა ბაღდათში,”-განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
დღეს იმერეთში კოვიდ 19-ის 104 შემთხვევა დადასტურდა.