თერჯოლაში კოვიდ 19-ით 83 წლის ქალი
გარდაიცვალა. პაციენტი მკურნალობას “თერჯოლამედში” გადიოდა და ის თერჯოლის მკვიდრია. კლინიკის დირექტორის, დავით სარიშვილის განმარტებით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული და მას სუნთქვის უკმარისობა და გულსისხლძარღვთა დაავადებები აღენიშნებოდა.
“პაციენტი იყო მართვით სუნთქვაზე. გარდაცვალება გუშინ, 21:00 საათისთვის დაფიქსირდა,”-განაცხადა დავით სარიშვილმა.
კლინიკა კოვიდცენტრად გადაკეთდა. სარიშვილის თქმით, მიმართვიანობა მაღალია. ამ დროისათვის კოვიდცენტრში 13 პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.