საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა
გამოვლინდა. მთავრობის მიერ შექმნილ ვებ გვერდზე წერია, რომ ჯამში ქვეყანაში ვირუსის 5552 შემთხვევა ფიქსირდება.
გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კვლავ 1906-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში 5637 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836. კოვიდ სასტუმროში 800 ადამიანია მოთავსებული.
ქვეყანაში ვირუსისაგან 28 ადამიანი გარდაიცვალა.