იმერეთში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ახალი შემთხვევების ნაწილი უკვე არსებულ კლასტერებს უკავშირდება.
“პაციენტების ნაწილი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, ხოლო ნაწილის პირველწყაროს დადგენა მიმდინარეობს. შემთხვევების უმეტესობა ძირითადად “ოქროს ბირჟას” უკავშირდება,”-განაცახად ზვიად შალამბერიძემ.
გუშინ იმერეთში 1768 ტესტი ჩატარდა.
ამ დროისთვის იმერეთში კოვიდკლინიკებში 301 პირი მკურნალობს, ხოლო სასტუმროებში 77.