საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი
გარდაიცვალა. ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა.
დღეს ქვეყანაში ვირუსის 193 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 3695-ს შეადგენს.
გამოჯანმრთელდა 40 ადამიანი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 1534-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 4988, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836 პირი.
უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.