ბოლო 24 საათის განმავლობაში ქუთაისის ინფექციურ
საავადმყოფოს 13 ახალი პაციენტი დაემატა. ახალ პაციენტებს შორის ორი ცაგერიდანაა, ორი ბათუმიდან, ხოლო დანარჩენი ქუთაისიდან.
კლინიკიდან გაეწერა ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი.
“ერთი პაციენტი გვყავს შედარებით მძიმედ. არის 65 წლის და აღენიშნება პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა. დანარჩენი ითვლებიან საშუალო სიმძიმის პაციენტებად. ქუთაისის შემთხვევები ძირითადად 32-ე სკოლის კლასტერს უკავშირდება,”-განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ნოდარ მაღლაფერიძემ.
ამ ეტაპზე კლინიკაში მკურნალობას 30 კოვიდინფიცირებული პირი აგრძელებს. კლინიკაში კიდევ 30 თავისუფალი ადგილია. ჯამში ინფექციურ საავადმყოფოში 60 კოვიდინფიცირებულის მკურნალობაა შესაძლებელი.