ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ 19-ის 170 ახალი
შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2562-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა არ გაზრდილა და მათი რაოდენობა 1369 პირს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 6633 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836.
ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.