საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ კოვიდ 19-ის წინააღმდეგ შექმნილ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ინფიცირებულების რაოდენობა 2392 შეადგენს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა არ შეცვლილა და მათი რიცხვია 1369.
კარანტინის რეჟიმში 5882 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390 იმყოფება.
კორონავირუსით ქვეყანაში სულ 19 ადამიანი გარდაიცვალა.