იმერეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. ერთი პირი ქუთაისში მცხოვრებია და მისი ინფიცირება აჭარის კლასტერს უკავშირდება, ხოლო მეორე პაციენტი წყალტუბოს საკრანტინე სივრცეში იმყოფებოდა და მას საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს.
როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის საამმართველოს ხელმძღვანელმა გოჩა გიორგიძემ განაცხადა, ქუთაისში დაფიქსირებული ვირუსით პაციენტი გადაყვანილია კლინიკაში. მიმდინარეობს მისი კონტაქტების კვლევა.
“კიდევ ერთი შემთხვევაა საჩხერიდან. მამაკაცი გადაყვანილია საჩხერის კლინიკაში. მიმდინარეობს კონტაქტების ჩაღმავებული ძიება და შესაძლოა ის დაკავშირებული იყოს ქვემო ქართლის ერთ-ერთ კლასტერთან,”-ამბობს გიორგიძე.