საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა
გამოვლინდა. ჯამში კოვიდ 19-ის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელდა 17 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 270 შეადგენს. ამ დრომდე კარანტინის რეჟიმში 6 059 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239 პირი რჩება. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსით 19 პაციენტი გარდაიცვალა.