ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის
მქონე 4 პაციენტს განმეორებითი ტესტი დღეს ჩაუატრდება.
კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტებს პირველ ჯერზე უარყოფითი პასუხი მოუვიდათ, განმეორებით კვლავ უარყოფითი პასუხის დაფიქსირების შემთხვევაში, ისინი კლინიკიდან გაეწერებიან.
რამდენიმე კვირაა, რაც ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის მქონე ახალი პაციენტები არ მიუღიათ.