სურსათის ეროვნული სააგენტომ იმერეთში ავტომაგისტრალზე მდებარე საზოგადოებრივი კვების ობიექტები შეამოწმა.
როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს” აცნობეს. 46 კვების ობიექტიდან 11 ბიზნესოპერატორთან გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა, რის გამოც მათ საწარმოო პროცესი შეუჩერდათ, სხვადასხვა დარღვევისთვის დაჯარიმდა 22.
სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობის შემოწმებასთან ერთად, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები გასცემენ რეკომენდაციებს კორონავირუსთან დაკავშირებულ პრევენციულ ღონისძიებებზე, რაც კვების ობიექტების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანია.
,,სურსათის ეროვნული სააგენტო რპტაციის პრინციპით აგრძელებს ტურისტული დანიშნულების ობიექტების შემოწმებას როგორც ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარედ, ასევე სხვა ლოკაციებზე. მათ ვამოწმებთ როგორც სანიტარულ ჰიგიენური ნორმების მიმართულებით, ასევე ბიზნესოპერატორებს უმარტავენ ჩვენი წარმომადგენლები იმ რეკომენდაციებს, რომელიც უნდა გაითვალისწინონ კოვიდ-19-ის საპრევენციო ღონისძიებებიდან გამომდინარე, რათა თავადაც და მომხმარებლებიც იყვნენ დაცული.”- განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ.