კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებულმა შეზღუდვებმა გარემოზე დადებით გავლენა მოახდინა.
შემცირდა ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები. გარემოს ეროვნული სააგენტოს კოლხეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის უფროსმა ავთანდილ ქვაჩაკიძემ ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლების შესახებ ვებინარზე ისაურა, რომელიც პროექტის “მდინარეები ნარჩენების გარეშე – სუფთა შავი ზღვა” ფარგლებში გაიმართა.
,, ქუთაისში,ჭავჭავაძის გამზირზე ატმსფერული ჰაერის მდგომარეობა ძალიან ცუდია მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის არის ე.წ. განიავებული ქალაქი. დაბინძურების მტეოროლოგიური პოტენციალი არის საკმაოდ დაბალი. თბილისის მასალებს თუ მივაქცევთ ყირადღებას , იქ წერეთლის გამზირი ყველაზე ცუდად ნიავდება. ამიტომ არის განიავებულ ტერიტორიებთან შედარებით სხვაობა დიდი. “- განაცხადა ავთანდილ ქვაჩაკიძემ.
მისივე თქმით, კარგი იქნება თუ ქუთაისშიც გამოცხადდება თუნდაც ერთი უტრანსპორტო დღე, რადაგნ ეს ხელს შეუწყობს ჰაერის სისუფთავის და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებას.
,,ჩვენ, ქუთაისში შეგვიძლია გამოვაცხადოთ უტრანსპორტო დღე ერთი მანიც რამდენიმე თუ არა. ჩვენ, კორონას გარეშე დავიწყოთ ამაზე ზრუნვა, რომ გავასუფთავოთ გარემო. ამ გარემოს სხვა ვერავინ ვერ გაგვიწმინდავს. ბევრს ვუყურებდი ამ დღეებში ველოსიპედით დადიოდნენ და მეტი სივრცე უნდა გამოიყოს ველოსიპედით სასიარულო. მეც ვივლი სამსახურში ველოსიპედით როცა ქალაქგარეთ არ წავალ. ეს თვითონ მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს.”- განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს კოლხეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის უფროსმა ავთანდილ ქვაჩაკიძემ.
კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად ჩინეთსა და ევროპის ქვეყნებში ჰაერის დაბინძურების დონე შემცირდა.
გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებას, მდინარეებისა და შავი ზღვის ნარჩენებით დაბინძურების შემცირების ხელშეწყობას ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვითა და მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისთვის ქუთაისში პროექტი “მდინარეები ნარჩენების გარეშე – სუფთა შავი ზღვა” ხორციელდება ევროკავშირის “შავი ზღვის აუზის ქვეყნების 2014-2020 წლების” პროგრამის ფარგლებში.