“კლინიკა ბომონდი”-ს ცხელების ცენტრში მოთავსებული
პაციენტებიდან 4-ს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
ამ დროისათვის სამედიცინო დაწესებულებაში 2 საეჭვო პაციენტის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან.
“კლინიკა ბომონდი”-ს ცხელების ცენტრი პაციენტებს დაახლოებით ორი კვირაა ემსახურება. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში კორონავირუსზე კვლევა 100-მდე პირს ჩუტარდა, თუმცა ყველა კვლევის პასუხი უარყოფითია.