ქუთაისში სამედიცინო პირბადეების წარმოებას კოლეჯი ,,იბერია” დაიწყებს. როგორც
რადიო ,,ძველ ქალაქს” კოლეჯის დირექტორმა ირაკლი ავალიანმა განუცხადა, პროცესში სასწავლებლის სტუდენტები, ლექტორები და კურსდამთავრებულები ჩაერთვებიან.
,,ჩვენ გვაქვს სამკერვალო მიმართულება. შესაბამისად სამკერვალოს აღჭურვილობა გვაქვს. გამომდინარე იქედან, რომ არის ქვეყანაში პირბადეებზე მოთხოვნა და ადამიანის ჯანმრთელობა შეუძლია გადაარჩინოს, გადავწყვიტეთ დავიწყოთ წარმოება. ეკონომიკის სამინისტრომ გარკვეული რაოდენობის ნედლეული მოგვაწოდა. ჩვენი ძალებით ვაპირებთ პირბადეები მივაწოდოთ საქართველოს მთავრობას.”- განაცხადა ირაკლი ავალიანმა.
კოლეჯში პირველ ეტაპზე 5 ათასი პირბადის შეკერვა იგეგმება. სამუშაო პროცესი 21 აპრილიდან დაიწყება.