წყალტუბოს ერთ-ერთი  საკარანტინე სივრცე დღეს 51 მოქალაქემ დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე

თითოეულმა სამედიცინო შემოწმება გაიარა. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს” აცნობეს,  მათი წასვლის შემდეგ საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა, ტრანსპორტირება კი საკუთარ სახლებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო.

საკარანტინო ზონიდან საქართველოს მოქალაქეები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ გააცილა.

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციიის ორგანიზებით საქართველოს მასშტაბით საკარანტინე სივრცე ამ დროისთვის 83 სასტუმროში მოქმედებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *