წყალტუბოს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის საწინაააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები გრძელდება.
როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს” აცნობეს, ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო სპეციალური ხსნარით ქალაქის ცენტრალური ქუჩები, ტორტუარები, ცივი ტბისა და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიები მოირეცხა.
მუნიციპალიტეტის მერის, გრიგოლ იოსელიანის განცხადებით, მსგავსი სახის ღონისძიებები პერმანენტულად განხორციელდება. სადეზინფექციო სამუშაობის ჩატარება სახანძრო- სამაშველო სამსახურის ბრიგადებმა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის ცენტრის თანამშრომლებმა უზრუნველყვეს