ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 5 პაციენტის ანალიზის შედეგები
უარყოფითია. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
კლინიკის მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის ინფორმაციით, გამთენიისას ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ 6 პაციენტი მოათავსეს. მისივე განმარტებით, პაციენტების ნაწილი წყალტუბოს საკარანტინო ზონიდანაა გადმოყვანილი, ხოლო ნაწილი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. პაციენტებს ანალიზებს დღეს აუღებენ და კორონავირუსზე შესამოწმებლად ლაბორატორიაში გაგზავნიან.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე