ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გრიპის ვირუსის სიმპტომებით 17 პაციენტია მოთავსებული.

კლინიკის ინფორმაციით, 13 მათგანს კორონავირუსზე ანალიზები უკვე ჩაუტარდა, თუმცა, COVID 19 არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა. პაციენტები მკურნალობას სეზონურ გრიპის ვირუსზე აგრძელებენ.

17 პაციენტიდან 4-ის ანალიზის პასუხები ლაბორატორიაშია გაგზავნილი. შედეგები ცნობილი, სავარაუდოდ, ხვალ იქნება. 4-ივე მათგანს რისკ ჯგუფის ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია აქვს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *