დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს
ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში ნიმუშები დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც გადაიგზავნება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელმა, გოჩა გიორგაძემ განაცხადა.
“უკვე გვაქვს შესაძლებლობა, რომ ჩვენს ლაბორატორიაში დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებიდან მოწოდებული ანალიზის ნიმუშები გამოვიკვლიოთ. საკუთარი რესურსებით კვლევებს ჩაატარებს აჭარის რეგიონი, რომელსაც, სავარაუდოდ, მიებმება გურიის რეგიონი. ჩვენთან გადმოიგზავნება იმერეთის, სამეგრელოს, რაჭის შესაბამისი საავადმყოფოებიდან აღებული ნიმუშები,”-განაცხადა გოჩა გიორგაძემ.
გოჩა გიორგაძის განმარტებით, უარყოფით ანალიზების პასუხებს გადამოწმება არ დასჭირდება, ხოლო დადებითი პასუხის შემთხვევაში ნიმუშები კიდევ ერთხელ შესამოწმებლად ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნება.