ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსთან დაკავშირებით 3 პაციენტი მოათავსეს.
მათ შორის 2 წყალტუბოს საკარანტინო ზონიდან გუშინ, გვიან ღამით გადაიყვანეს. კლინიკაში აცხადებენ, რომ საავადმყოფოში შეყვანისას პაციენტებს გრიპის ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები და ტემპერატურა აღენიშნებოდათ. რაც შეეხება მესამე პაციენტს, ის “ევექსის” კლინიკიდან შეიყვანეს. მას უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან კონმტაქტი ჰქონდა.
კლინიკაში განმარტავენ, რომ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი.
ამ დროისთვის კლინიკაში სულ 8 პაციენტი რჩება. მათი ნაწილის ანალიზების პასუხი დღის ბოლომდე იქნება ცნობილი.