კორონავირუსზე კვლევების ჩატარება ქუთაისშიც გახდება შესაძლებელი. როგორც რადიო
,,ძველ ქალაქს”დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა, ამ ეტაპზე დაწყებულია ლაბორატორიის ხარისხის კვლევის კონტროლი. პერსონალი უკვე გადამზადებულია.
,,ამჟამად დიაგნოსტიკა კეთდება მხოლოდ ლუგარის ლაბორატორიაში.საუბარია იმაზე, რომ მოხდეს დეცენტრალიზაცია, რათა კვლევები უფრო ოპერატიულად ჩატარდეს. ხარისხის კონტროლის შეფასებითი კვლევები დაწყებულია ლაბორატორიაში. ამის შედეგებზე დაყრდნობით, ალბათ მომდევნო კვირისათვის გვექნება შესაძლებლობა აღნიშნული კვლევების ადგილზე ჩატარების.” – განაცხადა გოჩა გიორგძემ.