საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროს ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს
მოქალაქეეები ამ წუთებში ტოვებს. საჩხერის სამედიცინო ცენტრის კლინიკური მენეჯერის, მაია ხელაძის განმარტებით, კარანტინში ყოფნის პერიოდში, პაციენტებს კორონავირუსთან დაკავშირებული საეჭვო სიმპტომატიკა არ დაფიქსირებია.
მაია ხელაძის განცხადებით, სასტუმროში გუშინ, იტალიიდან ქუთაისის აეროპორტში ჩამოფრენილი ერთი მგზავრო მოათავსეს. ხელაძე არ გამორიცხავს, რომ სასტუმროში კარანტინში პაციენტები კიდევ მიიღონ.
საჩხერეში 34 პაციენტი 2 კვირის განმავლობაში იყო მოთავსებული. მათმა ნაწილმა თვითიზოლაციის მიზნით კლინიკა რამდენიმე დღით ადრე დატოვა.