ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 4 პაციენტი გუშინ, საღამოს საათებში

ტემპერატურით შეიყვანეს. პაციენტებს შორის არის დედა-შვილი, შუახნის მამაკაცი და 4 წლის პაციენტი. დედა-შვილმა იტალიაში, შუა ხნის კაცმა გერმანიაში, ხოლო 4 წლის ბავშვმა საფრანგეთში იმოგზაურა.

კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, კორონავირუსის დასადგენად პაციენტებს ლაბორატორიული კვლევა უკვე ჩაუტარდათ და ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი. შედეგები გვიან ღამით ან ხვალ დილით იქნება ცნობილი.

გრიპის სიმპტომებით მისულ სხვა პაციენტებს შესაბამისი მკურნალობა უკვე ჩაუტარდათ და ყველა მათგანი ბინაზე გაეწერა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *