კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით წყალტუბოს მუნიციპალიტეტში
სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტები. მერიის ინფორმაციით, დეზინფექცია უკვე ჩაუტარდა ცენტრალურ ავტოსადგურსა და საქალაქთაშორისო მიკროავტობუსებს.
სს “შევარდენის” წარმომაგენლის განცხადებით, მათ საკუთრებაში არსებული ყველა სახის ტრანსპორტი სპეციალური ხსნარებით დამუშავდება. სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა ასევე ა(ა)ი.პ “წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლში”.
მუნიციპალიტეტის მერის გრიგოლ იოსელიანის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით სხვადასხვა ტიპის პრევენციული ღონისძიებების განხორციელება გაგრძელდება.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, რეგიონებში გუბერნატორების ხელმძღვანელობით შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობს.