კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე
სხვადასხვა ტიპის პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობს. ღონისძიებების ფარგლებში, დილიდან ხონის, წყალტუბოსა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ბაგა-ბაღების, სკოლების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ობიექტების დეზინფექცია მიმდინარეობს.
ხონში დღეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე მუნიციპალიტეტის მერთან ლადო ჯურხაძესთან ერთად პროცესს პირადად უწევდა მონიტორინგს.
“იმერეთის მასშტაბით, 12-ვე მუნიციპალიტეტში დილიდან ისევ მიმდინარეობს სადენზიფექციო სამუშაოები. პირადად მაქვს კონტროლი ყველა სამუშაოებზე, რაც გაგრძელდება იქამდე, ვიდრე რისკის დონე არ იქნება მინიმუმადე დაყვანილი”, – აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.