იტალიიდან ქუთაისის აეროპორტში ჩამოსულ მგზავრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შეასახებ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი განცხადებით, დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
,,დამიდასტურეს, რო გვაქვს დადებითი შემთხვევა კორონავირუსული ინფექციის. წყაროს წარმოადგენს იტალია ამ შემთხვევაში. არის საქართველოს მოქალაქე. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახლავთ დამაკმაყოფილებელი და მასზე მიმდინარეობს მონიტორინგი.” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების ეს მეორე შემთხვევაა.