მეხუთე დღეა, ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს 34 მოქალაქე საჩხერეში
სასტუმროში რჩება. საჩხერის საავადმყოფოს დირექტორის მიხეილ ქამუშაძის განმარტებით, პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არც ერთ მათგანს რაიმე ტიპის სიმპტომები არ გამოვლენია.
“მეხუთე დღეა, ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს მოქალაქეები საჩხერის სასტუმროში არიან იზოლირებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა რეგულარულად ხდება. გუშინდელი მონაცემებით, არც ერთ მათგანს სიმპტომები არ აღენიშნება. თავს კარგად გრძნობენ და მიმდინარეობს მონიტორინგი,”-აცხადებს მიხეილ ქამუშაძე.
ქამუშაძის განმარტებით, საჩხერეში დამატებით პაციენტების გადაყვანას არ ელოდებიან.
ორკვირიანი ვადის გასვლამდე, 34-ვე მოქალაქე საჩხერის სასტუმროში ექიმების დაკვირვების ქვეშ დარჩება.