ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბენეფიციარები და
პაციენტები ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრს ეწვივნენ. მათ ,,ჩხიკვთა ქორწილი” იხილეს.
როგორც ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში აცხადებენ, ფსიქოლოგიური და სოციალური სამსახურების მიერ რეგულარულად ხდება ეროვნული ცენტრის ბენეფიციართა(პაციენტთა) ჩართვა სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში, რაც დადებითად აისახება მათი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პროცესზე. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ქრონიკული ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა სოციალურ ადაპტაციას,ასევე საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის საჭირო ბაზისური უნარ–ჩვევების აღდგენას.