ქუთაისის მერია HER -2 დადებითი ადრეული ძუძუს კიბოს
დიაგნოზის მქონე პირებისთვის სამკურნალო პროგრამის განხორციელებას იწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
პროგრამა დაავადების (I-III) სტადიის მკურნალობის მედიკამენტ ჰერცეპტინის თანადაფინანსებას გულისხმობს. ქუთაისის მერის ინიციატივით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება საკრებულოს სხდომაზე მოხდება.
“ამ საკითხებზე დღეს ქუთაისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზეც იმსჯელეს. ჰერცეპტინის პროგრამის მიზანია, ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე მკურნალობის ხელმისაწვდომობა და სრული კურსის ჩატარება საჭიროების მქონე პაციენტებისთვის. ჰერცეპტინის პროგრამის დაფინანსება წელს პირველად ხდება ქუთაისის ბიუჯეტიდან, რომლის ღირებულება 20 000 ლარია.” – აცხადებენ მერიაში.