ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი
“ტამიფლუს” უფასოდ გასცემს. ცენტრის განცხადებით, პრეპარატის მისაღებად საჭიროა ფორმა 100, რეცეპტი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
“სეზონური გრიპის ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით, პაციენტებისთვის მკურნალობის ადრეულ ეტაპზევე ანტივირუსულ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს პრეპარატ ”ტამიფლუს ” გარკვეული რაოდენობა გადასცა. პრეპარატი გაიცემა ბავშვებზე, ორსულებზე, სოციალურად დაუცველ პირებზე, სხვადასხვა ქრონიკული დაავადებებით (დიაბეტი, გულსისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის,ონკოლოგიური ) დაავადებულ პირებზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ოჯახის ექიმის მიერ ფორმა #100 ში, მითითებული იქნება პრეპარატის საჭიროების შესახებ. ფორმა #100-თან ერთად პაციენტმა უნდა წარმოადგინოს რეცეპტი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.”- აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ “ტამიფლუ” იმერეთის მასშტაბით მხოლოდ ქუთაისში და 3 აფთიაქში იყიდება. საქართველოში პრეპარატის ფასი 70-დან 100 ლარამდე მერყეობს.