22 ნოემბერს, 11:00-დან 18:00 საათამდე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, გაიმართება გრიპის ერთდღიანი უფასო ვაქცინაცის აქცია.
“გრიპმა, შესაძლოა, შეგიქმნათ სერიოზული საფრთხე თქვენ და თქვენს გარშემო მყოფთ. გრიპის პრევენციის მიზნით, ჩაიტარეთ სეზონური ვაქცინაცია,”-ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, რომელიც ქუთაისში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ტერიტორიაზე ჩატარდება.