იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის ორგანიზებით
, ქუთაისის მერიის, საკრებულოსა და აიპების თანამშრომლებისთვის, C ჰეპატიტისა და აივ ინფექციის გამოსავლენად უფასო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
უფასო სკრინინგი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მედ პერსონალმა უზრუნველყო.
იმერეთის სამხარეო ადმინიტრაციამ C ჰეპატიტის უფასო გამოკვლევები რეგიონის მუნიციპალიტეტებში, მათ შორის ე.წ. საზღვრისპირა სოფელ პერევში, უკვე ჩაატარა. მსგავსი ტიპის აქციების მიზანს მოსახლეობის ცნობადობის ამაღლება და C ჰეპატიტის პრევენცია წარმოადგენს.