ქუთაისში ,,USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის’’ გახსნითი ღონისძიება გაიმართა.
პროგრამის მიზანი მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდაა. პროგრამა ითვალისწინებს ტექნოლოგიების დანერგვას სამოქალაქო სწავლა-სწავლების პროცესში, სკოლებში დემოკრატიული კულტურის განვითარების ხელშეწყობას, სკოლის და ბიზნესის დაკავშირებას.
პროგრამას PH international საქართველო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს. ქუთაისში მოქმედი ორგანიზაცია ,,თაობათა დიალოგი’’ პროგრამის რეგიონალურ პარტნიორ ორგანიზაციას წარმოადგენს.
პროგრამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 650, ხოლო იმერეთის მასშტაბით 93 სკოლა შეირჩა. პროგრამა 5 წლის განმავლობაში იმუშავებს მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და სკოლების ადმინისტრაციებთან.