ქუთაისის მერიასა და შპს “ქუთაისის უნივერსიტეტს” შორის ურთიერთთანამშრომლობის ორი მემორანდუმი გაფორმდა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს ხელი მოაწერეს მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორმა გოჩა თუთბერიძემ.
მემორანდუმის თანახმად, მერია უზრუნველყოფს “ქუთაისის უნივერსიტეტის” სტუდენტების სასწავლო პრაქტიკის განხორციელებას რამდენიმე საგანამანათლებლო პროგრამის ფარგლებში:
ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის, ეკონომიკის, ტურიზმის, ფინანსების საბაკალავრო პროგრამები; საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის სამაგისტრო პროგრამები.
ხელშეკრულების მიზანია სტუდენტების ლექცია-პრაქტიკულების ჩასატარებლად აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური რესურსით უზრუნველყოფა და საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება-განახლების პროცესში თანამშრომლობა.
მეორე მემორანდუმი კი, ერასმუს+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის “რეგიონალური უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში” ფარგლებში, რეგიონის განვითარების ხელშეწყობასა და საგანმანათლებლო საკითხებში თანამშრომლობას ისახავს მიზნად.