ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად,
წერეთლის უნივერსიტეტში პირველ კურსზე 1731 სტუდენტი ჩაირიცხა, მათგან 100%-იანი დაფინასება 6-მა, 70%-იანი 22-მა, ხოლო 50%-იანი გრანტი 112-მა სტუდენტმა მიიღო.
Სახელმწიფო ასევე სრულად აფინანსებს პრიორიტეტად გამოცხადებულ 23
პროგრამას, რომელზეც 934 სტუდენტი ჩაირიცხა.
Უნივერსიტეტმა წელს მიღება 1900 სტუდენტზე გამოაცხადა, თუმცა
საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის, ფიზიკისა და ქიმიის სპეციალობები და
საინჟირნო ფაკულტეტის სატრანსპორტო მიმართულების პროგრამა სრულად ვერ
შეივსო.
Პირველკურსელთა რეგისტრაცია 6 სექტემბერს დაიწყება და 24 სექტემბრის
ჩათვლით გაგრძელდება. Სასწავლო პროცესი 20 სექტემბერს განახლდება.
Სტუდენტები 4 ოქტომბრამდე ონლაინ რეჟიმში ისწავლიან.
Წერეთლის უნივერსიტეტში 9 ფალუკტეტი და 42 სპეციალობაა. Უნივერსტეტის
კონტინგენტი ჯამში 11 320( ბაკალავრიატი, მაგისტრატურა,
დოქტორანტურა, პროფესიული პროგრამები, მასწავლებელთა 60კრედიტიანი
პროგრამა) სტუდენტს ფარავს.