ქუთაისში საჯარო საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო
პროცესი 25 ივნისს დასრულდება. როგორც ააიპ “ბაგა-ბაღების გაერთიანების” ხელმძღვანელი, დავით წიტაიშვილი ამბობს, ზაფხულში ქალაქში ორი მორიგე ბაღი იფუნქციონირებს. აღსაზრდელებს მე-15 და მე-19 საბავშვო ბაღები მოემსახურება.
წიტაიშვილის განმარტებით, მორიგე ბაღებში აღსაზრდელები მშობლების განცხადებების საფუძველზე რჩებიან. წელს აღნიშნულის სურვილი 200-მდე მშობელმა გამოხატა.
ამ დროისთვის კოვიდის შემთხვევები არც ერთ საბავშვო ბაღში არ დაფიქსირებულა.
ქუთაისში სულ 37 საჯარო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.