2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქუთაისში
3 საგამოცდო ცენტრი იფუნქციონირებს. აბიტურიენტებს გამოცდების ჩაბარება N1 საჯარო სკოლაში, №17 საჯარო სკოლასა და № 41 ფიზიკა მათემატიკის საჯარო სკოლაში შეეძლებათ.
საქართველოს მასშტაბით სულ 25 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება.
ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისათვის 1-ლ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 20 ივლისს ზოგადი უნარებით დასრულდება.
გასული წლის მსგავსად, აბიტურიენტები დაიშვებიან მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე. სამუშაო მაგიდები აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით, მაგიდებს შორის დაშორება იქნება მინიმუმ 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – 1 მეტრი.
პირბადის ტარება მთელი საგამოცდო პროცესის მანძილზე სავალდებულოა. კონდიციონერები ირთვება 30° გრადუსზე მაღალი ტემპერატურის პირობებში. წელსაც მოეწყობა სპეციალურ სივრცეები იმ პირებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ტემპერატურა.
2021 წელს საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან ის გამოსაცდელები, რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობისას კოვიდ-19 დაუდასტურდებათ. საგამოცდო პერიოდის დასრულებამდე მათთვის დამატებით შესაბამისი საგნის ერთი საგამოცდო სესია ჩატარდება.