ქუთაისის რამდენიმე სკოლაში ჯგუფები დინსტანციური სწავლების რეჟიმს დაუბრუნდნენ,

მიზეზი მოსწავლეების კორონა ვირუსით ინფიცირებაა ან ინფიცირებულებთან კონტაქტია.  ქუთაისის რესურს ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქუთაისში 12-მდე მოსწავლე კოვიდ19-ით ინფიცირებულია. ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში, სადაც ორ მოსწავლეს კორონა ვირუსი დაუდასტურდა. კორონა ვირუსი დაუდასტურდა ასევე ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლაში მერვე კლასის მოსწავლეს, რის გამოც მთელი ჯგუფი დინსტანციურ სწავლებაზე გადავიდა. მოსწავლის ინფიცირების გამო დინსტანციურ სწავლებაზეა გადასული კადეტთა ლიცეუმის კონკრეტული ჯგუფიც

 

,,გამოვლინდა ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრომ შესაბამისი ზომები მიიღო,’’-ამბობს ქუთაისის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *