15 თებერვლიდან საქართველოში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში განახლდება,
თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მშობელი შვილის სკოლაში გაშვებაში გარკვეულ რისკს ხედავს, შესაძლებელია ჩაერთოს სწავლების ჰიბრიდულ მოდელში და დარჩეს ონლაინ სწავლების ფორმატზე. ამისთვის მშობელმა online.emis.ge-ზე განცხადება უნდა შეავსოს, რის შემდეგაც რესურსცენტრი იღებს გადაწყვეტილებას, დატოვოს კონკრეტული მოსწავლეები დინსტანციურ სწავლებაზე. იმ შემთხვევაში თუ მთლიანდ ჯგუფის ან სკოლის ონლაინ სწავლების ფორმატზე დატოვება გახდება აუცილებელი, გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო მიიღებს.
,,თუ პედაგოგს ნახევარი ჯგუფი ჰიბრიდულ სწავლებაზე გადაუვა, მაშინ ამ მოსწავლეებისთვის ცალკე ელექტრონული ცხრილი უნდა შედგეს, რათა არ გვქონდეს ჩამორჩენა. ეს მასწავლებლის ანაზღაურებაშიც გამოიხატება. მშობლებმა განათლების სამინისტროს განცხადებით უნდა მიმართონ, რათა სკოლის დირექციამ დროულად მიაწოდოს ეს სერვისი,’’-ამბობს ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი, მაია ცქიტიშვილი.
მისი თქმით, ჯერჯერობით ქუთაისის კერძო და საჯარო სკოლებში მშობლებს სწავლის ჰიბრიდულ მეთოდზე დარჩენის სურვილი არ გამოუთქვამთ.