Ქუთაისის საბავშვო ბაღებში
აღსაზრდელების რეგისტრაცია დაიწო. Ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, დავით წიტაიშვილის განცხადებით, რეგისტრაციის პროცესი 29 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
Აღსაზრდელების მშობლებმა შემდეგი სახის დოკუმენტები უნდა წარადგინონ: დაბადების მოწმობა (დედანი) ან ასლი ნოტარიულად დამოწმებული; 2 ფოტოსურათი ¾; ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა; მშობლების პირადობის მოწმობის ასლები.
Ქუთაისში 37 საბავშვო ბაღია. Ბაღებში სასწავლო პროცესი კოვიდ 19-ის პანდემიის გამო შეწყდა. Ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის განახლდება სასწავლო პროცესი.